|
2023-07-11 13:57:43, 1253 ნახვა
სამართალი
ნიკოლოზ ბასილაშვილი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო
ყოფილ მეუღლეზე, ნელი დოროყაშვილზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დადანაშაულებული ნიკოლოზ ბასილაშვილი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. საქართველოს პირველი ჩოგანი, რომელსაც ბრალი ედებოდა ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდში, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, გამართლდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 2022 წლის 22 მაისს დააკავეს. მოგვიანებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა. 2022 წლის 21 ოქტომბერს, ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)