15:54 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-09 11:18:11, 1567 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი „აზოვის“ პოლკის მეთაურებთან ერთად ლვოვში ჩავიდა [ვიდეო]

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, "აზოვის" პოლკის მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

გერაშენკოს ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეკრებილ მოქალაქეებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სასულიერო პირებს სიტყვით მიმართა.

"ისინი იბრძოდნენ უკრაინისთვის, იბრძოდნენ გმირულად. მათ გაიარეს რუსული ტყვეობა, შემდეგ თურქეთში იყვნენ 300 დღეზე მეტი. დროა, ისინი სახლში დაბრუნდნენ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს მარიუპოლში მდებარე "აზოვსტალის" ქარხნის უკრაინელი მცველები 3-თვიანი ალყის შემდეგ რუსულ ძალებს დანებდნენ. უკრაინელი სამხედროები რუსებმა დონეცკის ტერიტორიაზე, ქალაქ ოლენივკაში გადაიყვანეს.

სექტემბერში, გაცვლის ფარგლებში, გაათავისუფლეს უკრაინელი დამცველები, რომელთა შორისაც "აზოვის" პოლკის მეთაურები - დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერხი ვოლინსკი, დენის შლეგა და ოლეგ ხომენკო იყვნენ.

აღნიშნულის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მცველები თურქეთში იქნებოდნენ. ამას ითვალისწინებდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მიღწეული შეთანხმება.

დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერხი ვოლინსკი, დენის შლეგა და ოლეგ ხომენკო უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად სწორედ თურქეთიდან დაბრუნდნენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics