|
2023-06-28 09:31:43, 1525 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს - დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი
რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქში, კრამატორსკში საკვებ ობიექტს რაკეტებით დაესხნენ თავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია. "28 ივნისს, 07:00 საათისთვის, დანგრეული კაფის შენობის ნანგრევებიდან 8 გარდაცვლილის (მათ შორის 3 ბავშვის, ორი დაბადებული 2008 და 2011 წლებში) ცხედარი ამოიყვანეს, დაშავდა 56 ადამიანი (მათ შორის 1 ბავშვი 2022 წელს დაბადებული. 3 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა",- აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში. კრამატორსკზე თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მომხდარი „ტერორის გამოვლინებად“ შეაფასა. "ტერორის ყოველი ასეთი გამოვლინება არაერთხელ გვიმტკიცებს ჩვენ და მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს იმ ყველაფრის შედეგად, რაც გააკეთა - დამარცხებასა და ტრიბუნალს, სამართლიან და კანონიერ სასამართლოს ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ",- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)