18:35 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 10:54:58, 1555 ნახვა

ომი უკრაინაში
კლევერლი - უკრაინის ნატოში დაჩქარებულ მიღებას ალიანსის ყველა მოკავშირე ემხრობა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ ნატოს ყველა მოკავშირე მხარს უჭერს გეგმას, რომლის მიხედვითაც, უკრაინას, შვედეთისა და ფინეთის მსგავსად, ალიანსში სწრაფი გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეს.

როგორც კლევერლიმ ლონდონში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე თქვა, "მაპის" გარეშე უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსი გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთიც.

"იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე თქვა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის ბევრი მოთხოვნა უკვე შესრულდა. მათი შეიარაღებული ძალების რეფორმა კონფლიქტში ჩართულობის დროს მიმდინარეობს და ვფიქრობ, გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ძალიან, ძალიან მხარდამჭერი იქნებოდა წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლაზე იმის აღიარებით, რომ შვედეთისა და ფინეთის გაკეთებული შეთავაზება ამას არ მოითხოვდა. უკრაინელებმა ბრძოლის ველზე მათი ქმედებებით გვაჩვენეს თავდადება ნატოს წევრობისთვის საჭირო სამხედრო რეფორმების მიმართ და ვფიქრობ, ნატოს ყველა მოკავშირე აღიარებს ამას",- განაცხადა კლევერლიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics