|
2023-06-19 15:03:12, 1441 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი - რუსეთში იძულებით დეპორტირებული 373 ბავშვი დავიბრუნეთ
უკრაინამ რუსეთში იძულებით დეპორტირებული 373 ბავშვი დაიბრუნა,- აღნიშნულის შესახებ ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლმა, დარია გერასიმჩუკმა Interfax-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთში იძულებით დეპორტირებული 19 499 ბავშვია, თუმცა მათი რეალური რაოდენობა, შესაძლოა, 200-300 ათასს აღწევდეს. „ჩვენი გაანგარიშებით, საუბარი შეიძლება იყოს 200-300 ათას ბავშვზე, რომელთა გამოყენებაც მათ შეეძლოთ. რატომ არ ვასახელებთ ზუსტ ციფრს? უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიები ოკუპირებულია. არ არის ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რა შეემთხვათ ბავშვებს. მხოლოდ დასახლებული პუნქტის დეოკუპაციის შემდეგ შეგვიძლია, გვქონდეს ზუსტი ცნობები - არის თუ არა იქ ოჯახი ამა თუ იმ ბავშვით. თუ არ არის, ვიწყებთ ძებნას. ძებნა იწყება მას შემდეგ, რაც ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეროვნულ პოლიციაში, უშიშროების სამსახურში, გენერალურ პროკურატურაში ვამოწმებთ. დეტალური გადამოწმების შემდეგ ინფორმაცია შედის რეესტრში - ეროვნული საინფორმაციო ბიუროში. ამრიგად, რაც შეეხება 19 499 ბავშვს, გავქვს თითოეულის პერსონალური მონაცემები, ჩვენ ვიცით, ვინ არიან ეს ბავშვები და საიდან გაიტაცეს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიცით სად არიან“,- განაცხადა გერასიმჩუკმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)