20:24 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 16:51:16, 1478 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - მხოლოდ სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს წევრი

თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, წევრობა საერთოდ არ განიხილება, რადგან მხოლოდ სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს წევრი, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ვილნიუსის სამიტზე იქნება ძლიერი სიგნალი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ, თუმცა, ნატო ჯერ არ არის მზად, დაასახელოს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ზუსტი თარიღები მიმდინარე ომის გამო.

მან დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვს ნატოში გაწევრიანების მკაფიო გრაფიკს, რისი დასახელებაც "არსებულ სიტუაციაში შეუძლებელია", ამჯერად გადაუდებელ ამოცანად კი უკრაინის გამარჯვება რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics