|
2023-06-13 12:22:05, 1497 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ინოვაციების ბანაკი გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბანკის, საგანმანათლებლო პლატფორმა "ფინედუს“, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ორგანიზებით და ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ფინანსური განათლების ამაღლების თემაზე, ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა. ღონისძიება USAID-ის პროექტის - "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, უკვე მეექვსედ ჩატარდა, რომელშიც მოსწავლე-ახალგაზრდების 10 გუნდმა, 12 საათის განმავლობაში, კონკრეტული გამოწვევის საპასუხო ბიზნესპროექტი დაამუშავა. ინოვაციების ბანაკის მონაწილეების ამოცანა იყო, ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების ფინანსური განათლების ამაღლებისა და მათი მეწარმეობაში ჩართვის ხელშეწყობა. ბანაკის მონაწილეებს, სიტუაციურ დავალებასთან მუშაობისას, კონსულტაცია გაუწიეს საბანკო-საფინანსო სფეროს, მათ შორის ბაზისბანკის, მოწვეულმა ექსპერტებმა. ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა კი ახალგაზრდებს ფინანსური განათლების საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ინოვაციების ბანაკის გამარჯვებულად დასახელდა გუნდი - Human Inteligence. ღონისძიების გამარჯვებულებსა და მონაწილეებს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები და ბაზისბანკის სახელით ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ. საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაზე - FinEdu.gov.ge კი თავმოყრილია ფინანსური განათლების თემაზე არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)