22:22 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 17:31:56, 1725 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩერევატი - ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი მებრძოლები 1,2 კილომეტრით დაწინაურდნენ

ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი მებრძოლები 1,2 კილომეტრით დაწინაურდნენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლური ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

როგორც ჩერევატიმ აღნიშნა, ბოლო დღეებში ბახმუტის მიმართულებით 15 შეტაკება და 5 საჰაერო იერიში განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა რუსეთის 120 ჯარისკაცი, დაიჭრა 163 და 11 ტყვედ ჩავარდა.

„ვისარგებლეთ იმით, რომ შემოსულმა ქვედანაყოფებმა ჯერ ბოლომდე არ იციან ტერიტორია, არ ჩაუტარებიათ შესაბამისი დაზვერვითი სამუშოები. რამდენიმე დღეა, ვაწარმოებთ თავდასხმით ოპერაციებს. წინა დღეების განმავლობაში ზოგიერთ რაიონში 1 200 მეტრამდე დავწინაურდით. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მრავალი თვეა მიმდინარეობს“, - განაცხადა ჩერევატიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics