|
2023-06-09 10:23:37, 1287 ნახვა
რეგიონი
შუშანა სურმანიძე - აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შევძელი ძვირადღირებული მედიკამენტით სარგებლობა - პროგრამაში ჩართვის შემდეგ მხედველობა აღმიდგა
შუშანა სურმანიძე ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია, რომელიც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპილოტე პროგრამაში - "თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა ახალი თაობის ძვირადღირებული ანტიანგიოგენური მედიკამენტებით" ჩაერთო. მას რამდენიმე პროცედურა უკვე ჩაუტარდა და მხედველობა ფაქტობრივად აღუდგა. "შაქრიანი დიაბეტის გამო, მხედველობა ისე დამიქვეითდა, დამოუკიდებლად გადაადგილება და ოჯახის წევრების გარჩევა მიჭირდა. რადგან ვაკმაყოფილებდი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამის კრიტერიუმებს, ექმმა მირჩია მასში ჩართვა. პირველივე პროცედურის შემდეგ მივიღე შედეგი. მხედველობა ისე აღმიდგა, რომ უკვე დამოუკიდებლად ვახერხებ გადაადგილებას, ისევ შევძელი ოჯახში ფუსფუსი და შვილიშვილების მოსიყვარულება. ვერ გამოვხატავ იმ სიხარულს და მადლიერებას, რაც სამინისტროს მიმართ მაქვს, რადგან ჩემი ფინანსური შესაძლებლობით ვერასდროს მოვახერხებდი, ძვირადღირებული პრეპარატის შეძენას", - ამბობს პროგრამის მოსარგებლე, შუშანა სურმანიძე. მიმდინარე წლის ივლისიდან, სამინისტრო მოსარგებლეთა არეალს აფართოებს და მასში ჩართვა თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მქონე კიდევ უფრო მეტ პაციენტს შეეძლება. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)