|
2023-06-08 10:44:38, 1092 ნახვა
სამართალი
დაზიანებები დანით მიაყენა და გვამი ნაგვის ურნასთან დატოვა - ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. „სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. 2022 წლის 30 სექტემბერს, მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა. ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,მ" ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)