|
2023-06-07 11:13:54, 1345 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მაიამი დეიდის პორტის და საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მაიამი დეიდის პორტის დირექტორს ჰაიდი ვებს და ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაიამის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორ რალფ ქიუთის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, აჭარის მთავრობის დელეგაცია ადგილზე გაეცნო პორტის და აეროპორტის მუშაობას, სიახლეებსა და ახალ ტექნოლოგიებს. შეხვედრისას მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. "მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი მსოფლიოს საკრუიზო დედაქალაქად წოდებული მაიამის პორტის მუშაობას და მიმდინარე ოპერაციებს. გვაქვს არაერთი საინტერესო წინადადება ამ მიმართულებით, რომელიც ბათუმს კიდევ უფრო დაეხმარება მდგრადი ტურიზმის მშენებლობაში. იგეგმება მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელიც კიდევ უფრო მდგრადს გახდის ეკონომიკურ თანამშრომლობას და კიდევ უფრო მეტ იმპულსს შესძენს ბიზნეს-ურთიერთობებს",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მათივე ცნობით, მსოფლიო საკრუიზო დედაქალაქად წოდებულ მაიამის პორტს, ყველაზე დიდი საკრუიზო გემების პორტი აქვს. მნიშვნელოვანია მაიამის აეროპორტის გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარება, რომელიც ამერიკის ყველაზე დატვირთულ ლოკაციად ითვლება საერთაშორისო მგზავრების და საერთაშორისო ფრენების კუთხით.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)