|
2023-06-03 11:55:25, 1025 ნახვა
რეგიონი
მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფელის" პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების ტურისტული ცენტრი გაიხსნა
მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფელის" პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების ტურისტული ცენტრი გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, ცენტრის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებთან, მაჭახელას ხეობის მოსახლეობასთან ერთად დაესწრო. "მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ეთნოსოფელი" ხელს შეუწყობა ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. „ეთნოსოფელის" პროექტი რამდენიმე წელზეა გათვლილი და მისი ბიუჯეტი 30 მლ ლარს შეადგენს. მასშტაბური პროექტი მოიცავს მაჭახელას ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას, ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციას და სხვა ტურისტულ-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. „ეთნოსოფელის" პროექტის ფარგლებში ზედა ჩხუტუნეთის ცენტრის რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტები მომზადდა, უკვე მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა. პროექტით ასევე დაგეგმილია მაჭახელას ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ასევე ე.წ. „მაჭახელას თოფის გზის" ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)