21:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 14:56:34, 819 ნახვა

ეკონომიკა
ბორჯომში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

ბაზისბანკი აგრძელებს სერვისცენტრების ქსელის გაფართოებას. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩა 113ა-ში, კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი სერვისცენტრი სრულ საბანკო მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

სერვისცენტრში, კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ბანკის პრემიუმ კლიენტები, პრემიუმ ბანკინგის სპეციალურ ზონაში, ინდივიდუალურ საბანკო მომსახურებას მიიღებენ.

ბაზისბანკის ახალ სერვისცენტრში, კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სწრაფი და კომპლექსური საბანკო მომსახურებით:

- საუკეთესო პირობებით სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე 

- ანაბრების მაღალი საპროცენტო სარგებლით

- საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით 

- ვალუტის საუკეთესო კურსებით

- კომუნალური და სხვა სახის გადახდებით

ბაზისბანკის სერვისცენტრის საზეიმო გახსნას, ბანკის წარმომადგენლებთან ერთად,  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პირები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ბორჯომის სერვისცენტრი, მომხმარებელს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00-18.00 საათამდე, შაბათს 10.00-14.30 საათამდე ემსახურება, კვირა დასვენების დღეა.

„ბაზისბანკი, საქართველოს მასშტაბით, უკვე 40 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი და კვლავ აგრძელებს ქსელის გაფართოებას. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ საუკეთესო საბანკო გამოცდილება და მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბანკთან ურთიერთობა. შესაბამისად, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ზოგავს მათ დროს და კომფორტულს ხდის ფინანსური მომსახურების მიღებას. ბაზისბანკი მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას ქვეყანაში“, - აღნიშნა ბაზისბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა, ლევან გარდაფხაძემ. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics