|
2023-06-02 10:39:53, 760 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ერთხმად დაგვიჭირა მხარი, რომ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღეს ვუმასპინძლოთ
მსურს, მივულოცო ჩემს ქვეყანას ეს დიდი გამარჯვება და აღიარება - საქართველომ, 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვებით მორიგ წარმატებას მიაღწია და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვნახავთ უფრო მეტად გაძლიერებულ ტურიზმის ინდუსტრიას, ასევე ავიაციის ინდუსტრიას და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებულ ეკონომიკას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელმაც ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში მონაწილეობა მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 68-ე სხდომის მუშაობაში. კომისიის წევრმა 38-მა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი ქართული მხარის ინიციატივას 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარების შესახებ. მსოფლიო ტურიზმის დღე 30 წელზე მეტია ყოველწლიურად, სხვადასხვა კონტინენტზე იმართება. ეს არის მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნებიდან წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობენ. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, კომისიის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიაში, მის ცნობადობასა და პოტენციალს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის სხდომას, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად, ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)