11:22 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 18:50:28, 1294 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის ინვარში, ნაცნობი 1997 წელს დაბადებული გ.მ. ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს.

ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას გ.მ. მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით,ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს.

სამართალდამცველებისთვის გ.მ.- ს გაუჩინარების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის 22 მაისს გახდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,პოლიციამ გ.ს. და უ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics