|
2023-05-25 17:25:28, 1348 ნახვა
რეგიონი
კასპის მერი გრიშაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
ქალაქ კასპში, გრიშაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აჩიკო გიგოლაშვილი გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ქუჩაზე მოეწყო რკინა ბეტონის კიუვეტები ცხაურებით, ბეტონის ბორდიურები და ეზოში შესასვლელები. მათივე ცნობით, 619 გრძივი მეტრი ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ჩაგელა“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 293 484 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. „ქუჩით მოსარგებლეები გადაადგილებას მალე მოწესრიგებული ქუჩით შეძლებენ, რომელიც მანამდე დაზიანებული და არაკომფორტული იყო “ - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ. #კასპისმუნიციპალიტეტი #საგზაოინფრასტრუქტურა2023
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)