|
2023-05-25 10:12:35, 1502 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენის მიზნით - მაისის დასაწყისში, თბილისის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. "საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სს კოდექსის 192-ე მუხლით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით",- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)