|
2023-05-23 17:15:26, 1537 ნახვა
რეგიონი
ქედაში მერიის „ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები მერისის, ოქტომბრის, დოლოგნისა და მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს მერიის ცნობით, შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე ამირან ცინცაძე, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ხარაძე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე და კომისიის წევრები უძღვებოდნენ, რომლებმაც ისაუბრეს პროგრამის არსსა და მნიშვნელობაზე. „შეგახსენებთ, რომ პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 30 000 ლარია, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას, ძლიერი მხარეების წახალისებას, ადგილზე საკუთარი საქმის წამოწყების შესაძლებლობას და სუსტი მხარეების აღმოფხვრის ხელშეწყობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)