|
2023-05-23 13:51:56, 1560 ნახვა
რეგიონი
კასპის მერმა კავთისხევში ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოსა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, სალამურის დიდოსტატის, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოს და ფასადის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ პირველ მოადგილესთან, დავით ქისიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, აჩიკო გიგოლაშვილთან ერთად დაათვალიერა. მერიის ცნობით, მუზეუმის შესასვლელში მოეწყო ბეტონის საფარი, ხოლო ეზოს მხარეს იგება დეკორატიული ფილები. "პარალელურად მიმდინარეობს გარე ფასადის შეღებვის წინა მოსამზადებელი სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინ/მეწარმე დავით კოშაძე ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 870 ლარის ფარგლებში ფინანსდება. საქართველოს სახალხო არტისტს, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატს, პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელ ომარ კელაპტრიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ინსტრუმენტული კულტურის განვითარებაში",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)