|
2023-05-22 17:10:31, 1202 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - მოლოდინია, რომ შემდგომ პერიოდში, პროგრესი იქნება კიდევ უფრო დიდი, ვინაიდან ვხედავთ, ეკონომიკური აქტივობის ზრდას
საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად, დაახლოებით, 70 000 ადამიანით გაიზარდა. „ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელსაც საკმაოდ მაღალია. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება არსებითად აისახება ყველა ეკონომიკურ, მათ შორის, დასაქმების პარამეტრზე. საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. მნიშვნელოვანია ის, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და შეადგენს მილიონ 271 ათასს. ამ მიმართულებით ჩვენი მოლოდინია, რომ შემდგომ პერიოდში პროგრესი იქნება კიდევ უფრო დიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავთ ეკონომიკური აქტივობის ზრდას. ეკონომიკურ აქტივობას მოჰყვება ისეთი მაჩვენებლების გაუმჯობესებაც, როგორიცაა დასაქმება, უმუშევრობის შემცირება და ყველა სხვა ეკონომიკური პარამეტრი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)