|
2023-05-21 17:06:52, 1259 ნახვა
სამართალი
ელენე ხოშტარია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს. ხოშტარიამ წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა. როგორც "დროას" ლიდერმა იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სასამართლოსთან თანამშრომლობას არ აპირებს. “ისინი გასცდნენ არა მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს, რასაც ხშირად აკეთებდნენ, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა ქართველს, ყველა დაღუპულ გმირს, საქართველოს ყველა მოქალაქეს. პოლიციელობა არ არის უბრალოდ ფორმის ქონა, პოლიციელობა არ არის, უბრალოდ ემსახურო ივანიშვილს და ლავროვს. პოლიციელობა არის, დაიცვა ქვეყნის ღირსება და დაიცვა კანონი, რაც მათ დაარღვიეს და ამაზე ყოველთვის იქნება რეაქცია. ადვოკატს არ ურეკავდნენ, ოჯახში არ მარეკინებდნენ - ამაში ცხოვრობენ ჩვენი აქტივისტები წლების განმავლობაში, ამაში ახალი არაფერი არ არის. მათ შორის დღესაც უარი ვთქვი სასამართლოში წასვლაზე. არ ვაპირებ მე მათთან თანამშრომლობას",- აცხადებს ხოშტარია. შეგახსენებთ, "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია გუშინ, 20 მაისს თელავის პოლიციასთან დააკავეს. როგორც პარტიაში ამბობენ, ხოშტარია პოლიციასთან ყვარელში დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)