|
2023-05-18 17:46:41, 1574 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის, ოლადაურისა და ჯუმუშაურის სოფლებში მცხოვრები ქარცივაძეები და ფუტკარაძეები, საავტომობილო გზით წელს პირველად ისარგებლებენ. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ოჯახებს, რომლებსაც სამანქანე გზა არასდროს ჰქონიათ და შემოვლითი გზით სარგებლობდნენ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით მოუგვარდებათ. "საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის ფარგლებში, ორივე ლოკაციაზე გაიჭრა ახალი სამანქანე გზა. ამ ეტაპზე ფერდსამაგრი კედლისა და გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 68 000 ლარამდე დაიხარჯება, სამუშაოებს შპს ,,მიზანი 2020“ ასრულებს. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. სამუშაოების მიმდინარეობას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილე გურამ ზოიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)