|
2023-05-18 16:06:26, 1482 ნახვა
რეგიონი
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მოქმედ მუზეუმებში ღონისძიებები გაიმართა
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედ მუზეუმებში ღონისძიებები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხართმცოდნეობის მუზეუმში გაიხსნა „საგაზაფხულო გამოფენა“. გამოფენაში მონაწილეობენ ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრები: ელენე ბარნოვი, მარიამ ნონიაშვილი, დადუნა ჯავახიშვილი და ანა ბერიანიძე. „სასირეთის გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში მოეწყო გენერლის საოჯახო ალბომიდან ფოტოსურათების, სასირეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის მარიამ დავითაშვილის ნამუშევრების და ადგილობრივი მოსახლეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. კასპის მუნიციპალიტეტის მერია მუზეუმების თითოეულ თანამშრომელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)