|
2023-05-04 10:26:20, 1615 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში, წყლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
შუახევში, სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის უკეთესი წყალმომარაგების მიზნით, 900 000 ლარზე მეტი დაიხარჯება, განხორციელდება 10-მდე პროექტი. აღნიშნულ ინფორმაციას შუახევის მუნიცპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ კარაპეტში. "სამუშაო პროცესს, კარაპეტის სასმელი წყლის მაგისტრალზე, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილე გურამ ზოიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია წყალსადენის მაგისტრალის, შიდა გამანაწილებელი ქსელის, სასმელი წყლის ახალი სათავე ნაგებობისა და გამანაწილებელი აუზის მშენებლობა. სამუშაოებს შპს ,,ნაგო“ ახორციელებს, პროექტზე 295 000 ლარამდე დაიხარჯება. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ამ ეტაპზე მიწის გრუნტის დამუშავება და წყლის მილების ჩაწყობა მიმდინარეობს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)