|
2023-05-03 15:42:48, 1621 ნახვა
რეგიონი
ქედაში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისა და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისა და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერული თანასწორობისა და მის ირგვლივ არსებული გამოწვევების შესახებ. “ტრენინგი საინტერესოდ და ინტერაქციულად წარიმართა, სესიის პროცესში მონაწილეებს ერგოთ თითო გამოწვევა, როგორიცაა: ქალები და ეკონომიკა, ქალთა მიმართ ძალადობა, ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მარტოხელა დედები და სხვა. აღნიშნული გამოწვევები როგორც ინდივიდულურად, ასევე, ტრენინგზე ერთობლივად განიხილეს. ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ქალებისა და გოგონების ეკონომიკური გაძლიერება, რომლის ფარგლებშიც არაერთი პროექტი ხორციელდება. შეხვედრა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა”,- აღნიშნულია ქედის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)