02:49 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 11:11:03, 1183 ნახვა

სამართალი
პოლიციამ 22 აპრილს თბილისში მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ, ამავე ბრალდებით, მიმდინარე წლის 23 აპრილს დაკავებულია 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ზ., ხოლო 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა.

"დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.თ.-მ მიმდინარე წლის 22 აპრილს, თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ზ.ე.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ ნ.ზ. და ზ.ბ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics