|
2023-05-02 10:13:07, 1893 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი უკრაინას ერთ-ერთი სოფლის დაბომბვაში ადანაშაულებს
რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა სოფელი კურკოვიჩი დაბომბეს. მისი თქმით, უკრაინის თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა "დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტაროდუბსკის მუნიციპალიტეტის სოფელი კურკოვიჩი დაბომბეს. არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. დაბომბვის შედეგად ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური“,- წერს ბოგომაზი. ცნობისთვის, მანამდე 30 აპრილს, ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსეთში, ბრიანსკის ოლქის სოფელი სუზემკა დაბომბა, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, გუშინ, 1-ელ მაისს რუსეთში, ბრიანსკის ოლქის რკინიგზის ლიანდაგზე აფეთქება მოხდა, რის გამოც, მატარებელი რელსებიდან გადავარდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)