|
2023-05-01 16:53:15, 1662 ნახვა
რეგიონი
ქედაში, ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
ქედაში, ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ნაზიმ ჩხეიძესთან ერთად. „პროექტის ფარგლებში მოეწყობა: რკინა-ბეტონის კიუვეტი ცხაურით, გაბიონის და ბეტონის საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, ლითონის ხიდი და ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დამცავი ზღუდარებით. კეთილმოწყობილი 1080 მეტრიანი საავტომობილო გზით სამი სოფელის 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. დღემდე სოფლის მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობდა, ხოლო რაც შეეხება აქუცის მოსახლეობას წლების განმავლობაში არ ქონიათ საავტომობილო გზა. სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,ბონდი 2009" აწარმოებს, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 341 333 ლარია“,- აღნიშნულია ქედის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)