10:35 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 08:58:52, 1561 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი PACE-ის რეზოლუციაზე - ხელს შეუწყობს, რომ რუსეთმა და მისმა მეთაურმა პასუხი აგონ

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს გლობალურ ძალისხმევას, რათა რუსეთმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა პასუხი აგონ, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდური პოლიტიკის გამო,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, უკრაინამ სტრასბურგში მნიშვნელოვან პოლიტიკურ შედეგებს მიაღწია.

„სტრასბურგში მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი გვაქვს - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შეიცავს გენოციდის ნიშნებს. პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს გლობალურ ძალისხმევას, რათა რუსეთმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ტერორისტული სახელმწიფოს მეთაურმა, პასუხი აგონ სწორედ გენოციდის, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდური პოლიტიკის გამო",- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია რუსეთის მცდელობის ერთ-ერთი აბსოლუტურად მიზანმიმართული ელემენტია. 

„ეს არის რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი გენოციდის მიზანმიმართული დანაშაული. ასე უნდა იყოს კვალიფიცირებული როგორც პოლიტიკურად, ასევე იურიდიულად“, - დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გენოციდად აღიარა უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და იძულებითი გადაყვანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics