|
2023-04-25 14:00:01, 1628 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ გერმანიის ელჩს აჭარის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნო. „აღინიშნა, რომ მაქსიმუმი კეთდება აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო პლატფორმებზე, მათ შორის გერმანიაში აჭარის პოზიციონირებისთვის. ასევე, აღინიშნა საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და მნიშვნელობა ბერლინის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და თორმეტპუნქტიანი გეგმის შესრულების დადებით დინამიკას. გერმანია საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის, ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. KFW-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე წყლის სისტემის და მიწისქვეშა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, თანამშრომლობა გაღრმავდა ბათუმის საზღვაო აკადემიასა და გერმანიის ფლეცბურგის უნივერსიტეტს შორის და ხორციელდება გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის“,- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)