|
2023-04-22 14:40:57, 1528 ნახვა
სამართალი
ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულ მალხაზ პაქსაშვილს აღკვეთის სახით, პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურ მალხაზ პაქსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული მალხაზ პაქსაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ვინაიდან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. საქართველოს პროკურორის განცხადებით, სასამართლომ ფორმალური საფრთხეები სრულად გაიზიარა. ცნობისთვის, მალხაზ პაქსაშვილი სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს. უწყების ცნობით, 2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში. ამასთან, პროკურატურამ პაქსაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარუდგინა. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)