|
2023-04-21 16:42:51, 1633 ნახვა
ომი უკრაინაში
„რა?!“ - ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია
რა?! – ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ვიზიტის დროს, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია. ვიქტორ ორბანმა, სოციალურ ქსელში გააზიარა "პოლიტიკოს" პოსტი, სადაც იენს სტოლგენბერგი ამბობს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია, ალიანსი კი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ყოველივე შესაძლებელი გახდეს. ვიქტორ ორბანმა კი იენს სტოლტენბერგს ამ განცხადების შემდეგ, რიტორიკული კითხვა დაუსვა. „რა?!“, - წერს ორბანი სოციალურ ქსელში. მანამდე, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მის ამ განცხადებას ანტიუკრაინული უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)