|
2023-04-21 10:43:43, 1570 ნახვა
სამართალი
სააპელაციომ ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ქ.გორში, ოთხი მსჯავრდებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას. „მსჯავრდებულებმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მდინარე მტკვარში დაახრჩეს. წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა მომხდარის შესახებ მეგობარს უთხრეს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.სასამართლომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ", მეორე ნაწილის ნაწილის ,,ე", მესამე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტები), ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი) სამ მსჯავრდებულს 20 და 21 წლით, არასრულწლოვან მსჯავრდებულს 12 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილი) მსჯავრდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)