|
2023-04-19 12:38:12, 2022 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს
სამხრეთ კორეამ, შესაძლოა, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გარდა, უკრაინაში სამხედრო დახმარებაც გაგზავნოს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. გამოცემის ცნობით, აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტის წინ, პრეზიდენტმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა იკვლევს გზებს, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს უკრაინას თავდაცვასა და ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში. "როდესაც ისეთი სიტუაცია დგება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ვერ დაუშვებს, როგორიცაა ნებისმიერი ფართომასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხოცვა-ჟლეტა, ან ომის კანონების სერიოზული დარღვევა, ჩვენ გაგვიჭირდება მხოლოდ ჰუმანიტარული, ან ფინანსური დახმარებით შემოფარგვლა",- განაცხადა სუკ იოლმა. Reuters-ის ცნობითვე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სეულმა უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე მზადყოფნა გამოთქვა მას შემდეგ, რაც დაახლოებით, ერთი წლის წინ ომში ჩართული ქვეყნებისთვის ლეტალური იარაღის გადაცემის შესაძლებლობა კორეელმა მაღალჩინოსნებმა გამორიცხეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)