|
2023-04-19 12:02:46, 1441 ნახვა
რეგიონი
შუახევში ხაბელაშვილები-ხიჭაურის სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შუახევში, ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში, ხაბელაშვილები-ხიჭაურის სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივებს გაესაუბრა. "აღნიშნულ მონაკვეთზე წყალსადენის ქსელის 2,7 კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება, მიმდინარეობს მიწის გრუნტის დამუშავება და მილების ჩაწყობა-შედუღებითი სამუშაოები.
პროექტის განხორციელების შედეგად, ახალი წყალსადენით ჭვანა-ხიჭაურის მოსახლეობა და მიმდებარე დაწესებულებები ისარგებლებენ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება. პროექტზე 395 000 ლარამდე დაიხარჯება.
პარალელურად, აღნიშნულ ლოკაციაზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 6 კმ საავტომობილო გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს", - ნათქვამია შუახევის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)