00:08 - 14 Aug, 2026
|
2023-04-19 11:12:26, 1553 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე კელი დეგნანს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს, რომელსაც უკვე 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. "აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამერიკის ელჩის ვიზიტის მნიშვნელობას აჭარაში, განსაკუთრებით კი, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც კელი დეგნანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ პროექტებს დაათვალიერებს. თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო რჩება აშშ-ის გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორად, მტკიცე, ქმედუნარიან და სანდო მოკავშირედ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ", - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)