13:12 - 17 Aug, 2026
|
2023-04-18 15:50:38, 1526 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - კრემლი მზად არის ნებისმიერი იდეის განსახილველად, რომელიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას განცხადებას გამოეხმაურა. პესკოვის თქმით, კრემლი მზად არის ნებისმიერი იდეის განსახილველად, რომელიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს. „ნებისმიერი იდეა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს, რა თქმა უნდა, იმსახურებს ყურადღებას და უნდა განვიხილოთ. რუსეთი მზად არის ამისთვის. ჩვენთვის მთავარია საკუთარი ინტერესები“, - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ომის წახალისება და დაიწყოს მშვიდობაზე საუბარი, რითაც საერთაშორისო თანამეგობრობა შეძლებს, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების დარწმუნებას იმაში, რომ მშვიდობა მთელი მსოფლიოს ინტერესებში შედის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)