13:12 - 17 Aug, 2026
|
2023-04-18 14:07:55, 1583 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა შვიდი ადამიანი
რუსებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 7 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს. პროკუდინის თქმით, ექიმები დაშავებულების გადარჩენას ცდილობენ. "დილა, ხერსონის ცენტრი. ახლოს არ არის სამხედრო ობიექტი. ტერორისტულმა სახელმწიფომ მშვიდობიანი ხერსონის მოსახლეობაზე თავდასხმა დაიწყო. ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავდნენ ხერსონის მცხოვრებლები. ჩვენი გმირი ექიმები ამჟამად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის",- წერს პროკუდინი Telegram-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)