|
2023-04-18 09:16:22, 1600 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა [ვიდეო]
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა და დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინა მოინახულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის დროს პუტინს სამხედრო მაღალჩინოსნებმა მოხსენებები წარუდგინეს. "ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკის, დნეპრის ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ლიდერების მოხსენებები",- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, მარტის დასაწყისში პუტინი მარიუპოლს ეწვია. რუსეთის პრეზიდენტმა სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობა შეამოწმა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)