|
2023-04-14 13:57:31, 1714 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - ომზე ჩინეთის პოზიცია ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც პეკინისა და ევროპის შემდგომ ურთიერთობებს განსაზღვრავს
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია და ქმედებები არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც პეკინისა და ევროპის შემდგომ ურთიერთობებს განსაზღვრავს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ევროკავშირის უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევაა. „მე არ ვაპირებ ჩინეთისთვის რჩევის მიცემას, რადგან პატივს ვცემ მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, თუმცა მეგობრულად მინდა ვუთხრა, რომ ევროკავშირისთვის უკიდურესად რთული იქნება ნდობის შენარჩუნება, თუ ჩინეთი არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვთხოვთ არავის, შეუერთდეს ჩვენს პოზიციას - მხოლოდ ვითხოვთ, აღიარონ, რომ ამ შემთხვევაში საუბარია საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი სი ძინპინი პრეზიდენტ ზელენსკისთნ საუბარს გამართავს და ჩინეთი უფრო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ომის შედეგად განადგურებულ უკრაინას. ევროპა იცავს უკრაინას და ემზადება ერთ დღეს მის ოჯახში მისაღებად, თუმცა ახლა უკრაინაშიც წყდება ევროპის უსაფრთხოების საკითხი. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო, ფინანსური, პოლიტიკური, დიპლომატიური კუთხით. ეს არის ბრძოლა ჩვენი ბედისწერისთვის", - აცხადებს ჯოზეფ ბორელი. ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში უნდა ჩასულიყო. ბორელის ვიზიტი სახალხო რესპუბლიკაში 13-15 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. აღსანიშნავია, რომ აპრილში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდნენ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)