14:02 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 16:38:05, 1568 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში სკოლის შენობა დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში სკოლის შენობა დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.

„დღეს მტრის ავიაციამ ბერისლავის რაიონის სოფელ ზმიევკას დაარტყა, რუსებმა ავიაბომბები ადგილობრივი სკოლის შენობაში ჩამოყარეს", -  განაცხადა პროკუდინმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა წუხელ, გვიან ღამით უკრაინის კიდევ ერთი ქალაქი - სლავიანსკი დაბომბეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics