|
2023-04-13 15:17:58, 1511 ნახვა
რეგიონი
კასპის მერიამ იძულებით გადაადგილებულ 362 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ 362 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი სოფელ თელიანსა და მეტეხში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებს ეწვივნენ. „ისინი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სასურსათო ნობათის გაცემის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და დამდეგი დღესასწაული წინასწარ მიულოცეს. ვახტანგ მაისურაძემ, ზურაბ კობაძემ და შოთა ბეგლარაშვილმა სააღდგომო ნობათი, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ბინაზე მიუტანეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)