|
2023-04-12 15:06:42, 1654 ნახვა
რეგიონი
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეხვედრას მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მოადგილე მამუკა ფარტენაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიატროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი სოსო შერვაშიძე ესწრებოდნენ. "ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის. კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს და ვენახის მდგომარეობას. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით", - ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)