15:44 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 18:45:45, 1570 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - აშშ-სა და ნატო-ს ჩართულობა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში სიტუაციას ართულებს, მაგრამ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს

ჩვენ ეჭვი არ გვეპარება აშშ-სა და ნატოს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართულობაში რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოქმნილ კონფლიქტში, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია აშშ-ისა და ნატო-ს მიერ უკრაინის კონტრშეტევის მომზადების გეგმაზე.

მისივე თქმით, დასავლეთისა და აშშ-ის ჩართულობა რუსეთ-უკრაინის ომში სიტუაციას ართულებს, მაგრამ "სპეცოპერაციის" საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ჩვენ ეჭვი არ გვეპარება აშშ-სა და ნატო-ს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართულობაში რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოქმნილ კონფლიქტში. ჩართულობის ეს დონე თანდათან იზრდება. ჩვენ მივყვებით ამ პროცესს. რა თქმა უნდა, ეს ართულებს მთელ ამბავს, მაგრამ სპეცოპერაციის საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს “, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ ბაიდენის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ არხებზე გავრცელდება პენტაგონისა და ნატო-ს საიდუმლო დოკუმენტების ფოტოსურათები, როლებიც უკრაინის კონტრშეტევის მომზადებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics