|
2023-04-07 17:55:16, 1634 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ
მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ რუსები რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია აშშ-ისა და ნატო-ს მიერ უკრაინის კონტრშეტევის მომზადების გეგმაზე. პოდოლიაკის თქმით, „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული კონტრშეტევის გეგმა „ფოტოშოპით“ გაკეთებულ ფალსიფიკაციას წარმოადგენს. „მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ რუსები რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ, მალე“, - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ ბაიდენის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ არხებზე გავრცელდება პენტაგონისა და ნატო-ს საიდუმლო დოკუმენტების ფოტოსურათები, როლებიც უკრაინის კონტრშეტევის მომზადებას ეხება.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)