|
2023-04-06 12:12:23, 1566 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს იტალიაში გაეცნენ
აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს იტალიაში, ბერგამოს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, გამოფენის ვიზიტორებს აჭარის სტენდთან ქართული ღვინის, ჩირეულის, ყველისა და ჩურჩხელის დაგემოვნების, ასევე ქართული ფოკლორის ნახვის საშუალება ჰქონდათ. მათივე ინფორმაციით, აჭარის და ზოგადად საქართველოს, იტალიაში პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ქედის მერიის წარმომადგენლებთან ერთად უწევდა. "ქართული ფოლკლორი იტალიაში არსებულმა ქართველი ემიგრანტების ანსამბლმა „სტუდია ჯორჯია“ წარმოადგინა. გამოფენა ძირითადად ორიენტირებული იყო ეკო და სოფლის ტურისტულ პროდუქტებზე. მასში იტალიის ცალკეულ რეგიონებთან და ევროპულ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდა ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაცია, რომლის წევრიცაა აჭარა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წლის ბოლომდე გააგრძელებს. ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია 20 ქვეყანაში განხორციელდა. მათ შორისაა ბერლინის, ისრაელის, მადრიდის, მილანის და სხვა ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)