|
2023-04-03 17:22:47, 1397 ნახვა
რეგიონი
შუახევის საჯარო ბიბლიოთეკაში პოეზიის საღამო გაიმართა
შუახევის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საჯარო ბიბლიოთეკაში პოეზიის საღამო ჩატარდა. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პოეზიის საღამოზე ლექსების საჯარო კითხვა და ლიტერატურული დისკუსია მოეწყო. "თანამედროვე პოეტებმა თავიანთი შემოქმედება დამსწრე საზოგადოებას გააცნეს და მოისმინეს ადგილობრივი, დამწყები ავტორების ლექსები. ღონისძიების მიზანს მთაში მცხოვრებ ახალგაზრდებში ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვივება და პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
საღამოს, მუსიკალურად აფორმებდა შუახევის გოგონათა ბენდი და ახალგაზრდული ანსამბლი "იავნანა“. ღონისძიებას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდები და კულტურის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია შუახევის მერიის ინფორაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)