|
2023-03-27 16:38:39, 1443 ნახვა
რეგიონი
კასპის მერი თელიანში მოედნის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ. მერიის ცნობით, მოედანი ეწყობა ბეტონზე და დაიგება ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. მოეწყობა ღამის განათებაც. პროექტს ი.მ. „ვახტანგ კუჭაშვილი“ ახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 498 ლარით ფინანსდება. დასასვენებელი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობა, რაც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დასვენებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების საუკეთესო საშუალებაა, კასპის მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულია", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)