09:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-26 13:20:50, 1657 ნახვა

სამართალი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანი, ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. TV პირველთან მოსამართლის სამსახურიდან წასვლას ადასტურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძე.

"საბჭოს მიმართა წერილით, ჩვენ დავუკავშირდით და დაგვიდასტურა, რომ წავიდა, წავიდა… განცხადებაში დაწერა, რომ ის პირადი, ოჯახური პირობების გამო და ნებაყოფლობით… ადამიანი იცვლის ხოლმე სამსახურს. ერთი სამსახურიდან გადადის მეორეში, გადადის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში... მოითხოვა, რომ მას მოხსნოდა უფლებამოსილება და შეუწყდა უფლებამოსილება", — თქვა მურუსიძემ.

გარდა ამისა, ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ქვეყნიდან წასვლაზე მასაც უფიქრია. მიზეზად კი ჟურნალისტებს ასახელებს, აცხადებს, თითქოს მედიის გამო, "მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა".

"თუ კაციშვილი შენს სახელს აღარ ახსენებს, არ გაბულინგებენ, ჟურნალისტები ხან სად მელოდებიან, ხან სად... მიფიქრია, როგორ არ მიფიქრია, მაგრამ საბოლოოდ იმდენი რამე გააკეთეთ, მეთქი არ ღირს სასამართლო სისტემაზე უარი ვთქვა", — ეუბნება მურუსიძე ჟურნალისტს.

გველესიანი 2006-2013 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2013-2016 წლებში რუსთავის.

2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

2017 წელს თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა, 2019 წლის სექტემბრიდან კი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics