|
2023-03-23 11:07:42, 1469 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობამ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (KFW) თანამშრომლობით ტყის მდგრადი მართვის პროექტი დაიწყო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW), გერმანიის ჰესენის მიწის სატყეო სააგენტოს და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელების დეტალები განიხილეს. ახალი პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ KfW-ს მეშვეობით ხორციელდება და მიზნად ისახავს აჭარის სატყეო სააგენტოს მხარდაჭერას და ტყით მდგრადი სარგებლობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას. პროექტის ბიუჯეტი 7,5 მლნ ევროს შეადგენს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. გერმანიის დელეგაციის მხრიდან, გამოითქვა მზადყოფნა აჭარაში სამომავლო პროექტების მხარდაჭერის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)